06:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 19:09:21, 1530 ნახვა

კომენტარი
ნინო წილოსანი: თუ „ქუჩის ოპოზიციას“ ხალხის ნდობა აქვს, პარლამენტის კარებს ნუ ამტვრევს, არჩევნებს დაელოდოს

„ეს „ქუჩის ოპოზიცია“ თუ ირწმუნება, რომ ხალხის ნდობა აქვთ, პარლამენტის კარები კი არ უნდა დაანგრიონ, უნდა ელოდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს და იმარჯვებდნენ“,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის მოქმედებები არანაირ გამოხატვის თავისუფლებასა და ცივილურობაში არ ჯდება.

"გამომდინარე იქიდან, რომ არ ჰქონდათ მათ საკმარისი რაოდენობა ეფექტური აქცია მოეწყოთ, ისინი ოჯახის წევრებით იყვნენ წარმოდგენილი და ძალიან კარგი, რომ ასეთი იდეოლოგიური ერთობა აქვთ. ისინი ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური ქაოსი შეექმნათ. ის საქციელი, რასაც ისინი ჩადიოდნენ, ჩემთვის პირადად არ ჯდება არანაირ გამოხატვის თავისუფლებაში და არც ცივილურობაში. ეს "ქუჩის ოპოზიცია", თუ ისინი ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ ხალხის ნდობა, პარლამენტის კარებს კი არ უნდა ანგრევდეს, უნდა ელოდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს და იმარჯვებდნენ. თუ ისინი პარლამენტის კარებს ამტვრევენ, ლოგიკური დასკვნა მიჩნდება, რომ მათ ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics