2019-11-28 16:37:19, 1420 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია: კალაძემ ყველაზე კარგად იცის, რას ელიან მისგან თბილისელები
„თბილისის თითოეული მოქალაქე გრძნობს, როგორ იქმნება, როგორ ვითარდება და უფრო ევროპული ხდება ეს ქალაქი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დედაქალაქის მერის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ კახა კალაძე ქალაქის წინაშე აღებულ ვალდეუბულებებს სრულად შეასრულებს.
"შესანიშნავი ღონისძიება იყო, დამადასტურებელი იმის, რამდენად ეფექტურად მუშაობს დღეს მერია. მნიშვნელობა აქვს არა პროექტების პრეზენტაციას, არამედ იმას, რომ თბილისის თითოეული მოქალაქე გრძნობს, როგორ იქმნება, როგორ ვითარდება და უფრო ევროპული ხდება ეს ქალაქი.
დარწმუნებული ვარ კახა კალაძემ ყველაზე კარგად იცის რას მოელიან თბილისელები მისგან და დარწმუნებული ვარ, ის სრულად შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც გააჩნია ქალაქის წინაშე," - აღნიშნა გახარიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,