02:00 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 15:53:34, 1208 ნახვა

ეკონომიკა
ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გერმანიის და ბრაზილიის შემდეგ, საქართველომ მემორანდუმი ქუვეითთანაც გააფორმა

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 31-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ქუვეითის წარმომადგენლებთან. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ქუვეითთან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს შესაძლებლობა, კვალიფიციური მეზღვაურებით მომარაგდეს ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავი გემები. სააგენტოს დირექტორის მხრიდან ხაზგასმული იქნა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი და მომზადების მაღალი დონე ზღვაოსნობისთვის საჭირო სხვა უნარებთან ერთად.

„დღეს დასაქმების კიდევ ერთი   ბაზარი გაიხსნა საქართველოს მეზღვაურებისთვის“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ.   

მისი თქმით, ქუვეითის დროშის ქვეშ 300-მდე გემი (ჯამურად 2,4 მილიონი სუფთა ტონა, 4 მილიონი ტონა დედვეითი) დაცურავს. ფლოტის დიდ ნაწილს კი თანამედროვე, ახალი გემები შეადგენს, რომელთა უმეტესობა ტანკერია.

„ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მეზღვაურებისთვის, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტანკერის სპეციალისტები არიან“, - აცხადებს თამარ იოსელიანი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics