2019-11-28 11:53:14, 1442 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: 200 ნაციონალის დასაბლოკი საქართველოს პარლამეტი არ არის
„სახელმწიფომ უნდა აჩვენოს მისი სახე. 200 ნაციონალის დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ბიუროს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანო იყენებს მაქსიმალურად რბილ მეთოდებს აქციის დასაშლელად.
„აქციის მონაწილეების უკან დგას 200 აქტივისტი, რომელიც ცდილობს პარლამენტის ბლოკირებას. ბუნებრივია, სახელმწიფომ უნდა აჩვენოს სახელმწიფოს სახე. 200 ნაციონალის დასაბლოკი საქართველოს პარლამენტი არ არის, შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოები იღებენ იმ ზომებს, რომელიც უნდა იყოს მიღებული. სამართალდამცავი ორგანოები ამ დღეების განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად რბილი მეთოდები იყოს გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,