08:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 14:17:52, 1780 ნახვა

კომენტარი
გუბაზ სანიკიძე: სააკაშვილი აგენტს არა, თავგასიებულს მეძახდა

„მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური თვისებებით დღეს საქართველოს სჭირდება“, -  ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხალხი სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტს, ამას თავადაც მიესალმება.

„თუ არჩევნებში ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში, მე ამას მივესალმები. მეტიც – ხელსაც შევუწყობ ამას. სააკაშვილი მზადაა, ძალიან ბევრი კომპრომისისთვის.მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თვისებები დღეს საქართველოს სჭირდება“- ამბობს სანიკიძე.

როგორც მან აღნიშნა, კრიტიკას არც მიხეილ სააკაშვილი აკლებდა.

ჟურნალისტის რეპლიკას „ჩვენ გვახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი გეძახდათ აგენტს, სანიკიძემ უპასუხა, „აგენტს როდის მეძახდა? – თავგასიებულს მეძახდა“.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გუბაზ სანიკიძე და საქართველოს მესამე პრეზიდენტს  მიხეილ სააკაშვილს კიევში შეხვდა. აღსანიშნავია, რომწლების მანძილზე სანიკიძე სააკაშვილის მიმართ საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი და მას ქვეყნის დამაქცევლად და ბნელ ძალად მოიხსენიებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics