2019-11-27 13:20:34, 2336 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა უმრავლესობის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
კერძოდ, აქტივისტები დეპუტატს მედიაცენტრ „მთავარში“ მაშინ მიუვარდნენ, როდესაც მაჭარაშვილი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
ახალგაზრდებმა მას შენობა ხმამაღალი შეძახილებით და სასტვენებით დაატოვებინეს.
მაჭარაშვილს პრესკლუბის შენობის დატოვება საპატრულო პოლიციის თანხლებით მოუწია..
„სამარცხვინო მაჟორიტარი ხარ შენ. ხალხს უნდა გასცე პასუხები. ამ ადამიანმა ჩააგდო პროპორციული არჩევნები. კანონპროექტის ჩაგდების ინიციატორი თავად იყო. ახლა ეს ადამიანი დააწინაურეს და გახდა კომიტეტის თავმჯდომარე. ქართველი ხალხის ღალატისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს“, - აცხადებდნენ აქტივისტები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,