07:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 12:23:24, 1509 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმფიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“, - ასე ეხმაურება „ამერიკის ხმასთან“ თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები“, - ნათქვამია წერილობით განცხადებაში.

14 ნოემბერს, საქართველოში ამერიკის საელჩომ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

დიპლომატიურმა მისიამ მაშინ განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო დადებითად აფასებდა მმართველი პარტიის დაპირებას, რომ 2020 წელს, ქვეყანა სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. ამ ნაბიჯს შეერთებული შტატები აფასებდა, როგორც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გასაძლიერებლად.

რაც შეეხება კანონის ცვლილების ჩავარდნას, ამასთან დაკავშირებით ამერიკის საელჩომ მწუხარება გამოთქვა და მთავრობას და ოპოზიციურ პარტიებს სიმშვიდისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.

„ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენს საერთო ვალდებულებებთან თანხვედრაში, საქართველოს დემოკრატიული განვითარების განსამტკიცებლად წინსვლა გაგრძელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics