|
2019-11-26 20:19:22, 2165 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: ჩეხეთთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ვითარდება, ამას ხელი შეუწყო ჩვენმა მიზნობრივმა მარკეტინგულმა კამპანიამ
ჩეხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ჩეხეთის ტუროპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება ჩეხეთში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ამ ქვეყნის სავაჭრო - სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო ჩეხეთის ვაჭრობისა და კომერციის მინისტრის მოადგილემ ევროკავშირისა და ვაჭრობის საკითხებზე მარტინა ტაუბეროვამ. ღონისძიებას 40 - მდე ტუროპერატორი და ჟურნალისტი დაესწრო. მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ საქართველოს ტურიზმის სექტორის ტენდენციებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, აგრეთვე ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და სექტორის შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო მიზნობრივმა მარკეტინგულმა კამპანიამ, რომელსაც ჩეხეთში საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. „ჩეხეთი საქართველოსთვის რამდენიმე გარემოებითაა საინტერესო. ჯერ ერთი, ყოველწლიურად იზრდება ჩეხი ტურისტების ინტერესი საქართველოს მიმართ, რასაც ძალიან მივესალმებით. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ, რა გზა გაიარა ჩეხეთმა, როგორც განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანამ. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, ჩვენი თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ და ასევე ხელი შევუწყოთ ორივე ქვეყნის ბიზნესების თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ჩეხეთის ტუროპერატორებსა და ტურიზმის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს პრეზენტაცია ჩაუტარა საქართველოს ტურისტული ბაზრისა და მისი შესაძლებლობების შესახებ.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)