|
2015-01-25 10:52:51, 4783 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს საგარეო უწყება მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 24 იანვარს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა. "განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)