|
2019-11-26 13:46:15, 1659 ნახვა
პოლიტიკა
DRI - მშვიდობიანი აქციის დაშლისას ხელისუფლებამ არაპროპორციული ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 26 ნოემბერს გამთენიისას საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშლას ეხმაურება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აქციის დასაშლელად გამოყენებული ძალა პროპორციული არ იყო. „საქართველოს კანონმდებლობა ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა კუმულატიურად არსებობა აუცილებელია შეკრების და მანიფესტაციის უფლების შესაზღუდად. კერძოდ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, კანონით აღიარებული და დაცული უფლების შეზღუდვა უნდა იყოს მიმართული საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ, უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, პროპორციულად შემზღუდველი და შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, 26 ნოემბერს გამთენიისას აქციის მონაწილეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც აქციის ძალადობრივ დაშლაში გამოიხატა, არ იყო კანონით გათვალისწინებული, არ ემსახურებოდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სიკეთეების დაცვას, არ იყო პროპორციულად შემზღუდველი და დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი. კერძოდ, შეკრების დაშლის კანონიერების შემოწმებისას, უპირველს ყოვლისა, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რა სიკეთის დაცვას ცდილობდა შსს მშვიდობიანი შეკრების დაშლის გზით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება მოწმობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასაცავ სიკეთეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება წარმოადგენდა. რის მისაღწევადაც, შსს-მ დააკავა 28 პირი, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო სამმა მოქალაქემ, მათ შორის, თვითმხილველის ინფორმაციით, აქციის ერთ მონაწილეს თვალი დაუზიანდა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, დასაცავ „სიკეთესა“ და აქციის მონაწილეებისთვის მიყენებულ ზიანს შორის არსებული დისბალანსი მოწმობს, რომ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა ვერ აკმაყოფილებდა კანონის მიერ დადგენილ პროპორციულობის მოთხოვნას და, შესაბამისად, უკანონო იყო. ისევე, როგორც კანონით დასაცავ სიკეთედ ვერ ჩაითვლება პარლამენტის შესასვლელების აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისგან გაწმენდის აუცილებლობა. აქციის დაშლისას პროპორციული ძალის გამოყენების აუცილებლობაზე ხაზგასმით არის მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში. ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, უფრო მაღალი სტანდარტის სამართლებრივ დასაბუთებას მოითხოვს დემონსტრანტების მიმართ სპეციალური ტექნიკის, როგორიცაა წყლის ჭავლის გამოყენებაც. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან შსს-ს მიერ გამოყენებული არაპროპორციული ძალის პროფესიონალიზმად შეფასება, ძალადობის პირდაპირ სანქცირებად შეიძლება იქნეს აღქმული და პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, მოქალაქეთა შეკრებების ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით დაშლამ უკვე მიიღო სისტემატიური ხასიათი, რაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან უკანგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)