07:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 12:44:15, 1787 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: „ნაცმოძრაობის“ წევრები „კმარას“ მეთოდებით არეულობის შექმნას ცდილობენ

„ცუდი საყურებელია „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით როგორ მოქმედებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და მათი ლიდერები და როგორ ცდილობენ, რომ შექმნან ქაოსი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ბიუროს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს.

„სახელმწიფო ვერ დაუშვებს იმას, რომ პარლამენტის ფუნქციონირება შეწყდეს. პარლამენტმა უნდა გააგრძელოს მუშაობა. ამის დაშვების უფლება არ აქვს, და ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ ეს არ მოხდეს და ამ ვალდებულების ფარგლებში მიოქმედებს პოლიცია. ეს ყველაფერი ქმნის უხერხულობას, მაგრამ კიდევ უფრო უხერხული და ცუდი საყურებელია „კმარას“ გაცვეთილი მეთოდებით როგორ მოქმედებენ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და მათი ლიდერები და როგორ ცდილობენ, რომ შექმნან ქაოსი. მათ ვინაიდან შეხედეს, რომ არიან გრანდიოზულად დამარცხებული მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში გადაწყვითეს კონკრეტული რაღაც მიზეზით პროტესტი გადაიტანონ ქუჩაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics