|
2019-11-25 17:50:08, 1223 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე: ამ ეტაპზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია
„მიუხედავად სამივე საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობისა, ამ პოლიტიკურ ველზე, დღეს, არაგანვითარებულ პარტიების პირობებში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, გუნდთან უთანხმოება კი ჰქონდა, მაგრამ მეორე კომპრომისზეც დათანხმდა - პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოტანისთვის. „მიუხედავად სამივე საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობისა, ამ პოლიტიკურ ველზე, დღეს, არაგანვითარებულ პარტიების პირობებში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია. გუნდის წევრებისგან იყო, რომ ჩვენ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ქუჩა დამშვიდდებოდა, იქნებოდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, დამშვიდდებოდნენ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ქუჩა, აურზაური აღარ იქნებოდა, თუმცა რა მივიღეთ შემდეგ? მივიღეთ ის, რომ ეს ყველაფერი უფრო მაღალ ხარისხში განმეორდა და, საბოლოოდ, საპატრიარქოს მიადგნენ. ამ არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან, უფრო მეტად კი დესტრუქციულთან შეთანხმება შეუძლებელია“, - განაცხადა ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, ყველგან სადაც იყო საკონსტიტუციო განხილვები, მათ შორის მცხეთაშიც, ბევრმა დააყენა საკითხი მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, თუმცა პრესამ ეს განხილვები მიკერძოებულად გააშუქა. „ჩემი გეგმა სწორედ ეს არის - ვკითხოთ ამომრჩეველს, გავიდეთ ხალხში. რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის წინ შეკრებილია მხოლოდ ერთი ჯგუფი საზოგადოებისა, ერთი ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და შექმნეს მოლოდინი, თითქოს ეს იყო მთელი საქართველო, თითქოს მთელი საქართველო ითხოვდეს პროპორციულ სისტემას - გადით რეგიონებში და იკითხეთ. რატომ ეშინიათ პლებისციტის ჩატარების? ჰკითხეთ ხალხს, ხალხი უნდა იყოს ხელისუფლების წყარო და არა სამალავად ქცეული პარტიები, რომლებსაც რეიტინგი არა აქვთ, 12 პარტიას ერთად აღებულს 1% აქვთ. გამოვიდნენ, ღიად დაენახონ საზოგადოებას, თუ საზოგადოება არ მიიღებს, სამალავებით პარლამენტში ვერ შევლენ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)