06:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-22 10:54:03, 1927 ნახვა

სამართალი
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - სასამართლო ხელისუფლება რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 18 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ დაკავებულებს სამართლიანი სასამართლოს უფლება დაერღვათ.

ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რიგ პროცესუალურ დარღვევებთან ერთად, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა დაკავებულთა ნაწილის განცხადება პოლიციის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე

ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, დაკავებულთა ფიზიკური შეურაცხყოფისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება უზრუნველყოს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქმეების განხილვისას ადვოკატებისა და მედიის მიერ დოკუმენტირებული მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, მათ შორის: ადვოკატებისათვის მტკიცებულებების შესაგროვებლად, კითხვების დასასმელად და საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეუსაბამოდ მცირე დროის განსაზღვრა; ჩანიშნული პროცესების დაგვიანებით დაწყება, რამაც რიგ შემთხვევებში კანონმდებლობით განსაზღვრული დაკავების ვადების დარღვევა გამოიწვია; საქმეების დაუსაბუთებელი გაერთიანება; ავთენტურობისა და მასში მონაწილე პირთა ვინაობის დადგენის გარეშე ვიდეოჩანაწერების მტკიცებულებებად დაშვება; პოლიციის მიერ წარმოდგენილი შაბლონური მასალები, მონაწილეთა ინდივიდუალური მახასიათებლების და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე; ყოველივე ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლება რჩება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად.

უხეში პროცედურული დარღვევების პარალელურად, სასამართლო განხილვებისას, მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა დაკავებულთა ნაწილის განცხადება პოლიციის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე. 

იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი უფლებათა დარღვევის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ახლადშექმნილ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, უზრუნველყოს დაკავებულთა ფიზიკური შეურაცხყოფისა და პოლიციელთა მიერ ძალის გამოყენებისას უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება“, - ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics