03:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 16:12:34, 2915 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: ვაპირებთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ გერმანული მოდელი და გავიგოთ, კონსტიტუციას შეესაბამება თუ არა

„ვაპირებთ, ჩვენს კონსტიტუციასთან ადაპტირებული, გერმანულ პრინციპეპზე აგებული მოდელი, რიგ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ და ვთხოვოთ მოსაზრება, ექსპერტული ანალიზი ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არის თუ არა“,- ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დასკვნის დადასტურების შემდეგ, ივანიშვილისა და მისი „რეჟიმის“ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე „გაშიშვლება“ მოხდება.

„ე.წ. გერმანული პრინციპის მოდელზე უტიფარ სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ ეს კონსტიტუციას არ შეესაბამება და არაფერი არ გამოვა. ვაპირებთ, ჩვენს კონსტიტუციასთან ადაპტირებული, გერმანულ პრინციპეპზე აგებული მოდელი, რიგ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს გავუგზავნოთ და ვთხოვოთ მოსაზრება, ექსპერტული ანალიზი ჩვენს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არის თუ არა. ეს მოხდება სწრაფად და ამ დასკვნების მიღების შემდეგ, მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ კი არა, აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, რომ დასკვნა კონსტიტუციას შეესაბამება, მოხდება შემდგომი გაშიშვლება ივანიშვილისა და მისი რეჟიმის, არამარტო ქართული საზოგადოების თვალში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics