|
2015-07-21 16:09:18, 619 ნახვა
საზოგადოება
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
არჩილ ხაბაძემ და გიორგი თავამაიშვილმა ხ. ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურისი ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროცესი გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამუშაოების ღირებულება 521 000 ლარია. პროექტი შენობის სრულ აღდგენას ითვალისწინებს. მუზეუმის ეზოში უკვე აშენდა ადმინისტრაციის ახალი შენობა, რომელშიც შიდა სამუშაოები სრულდება. მიმდინარეობს ასევე ეზოს კეთილმოწყობა და რეაბილიტაცია. მუზეუმის შენობა გასულ საუკუნეშია აგებული, შესაბამისად, პროექტი შეთანხმებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. ამ ეტაპზე დასრულებულია მუზეუმის ფასადის მოწყობა, მიმდინარეობს შენობის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში ჩაბარდება. სამუშაოებზე სულ დასაქმებულია 70-მდე ადამიანი. სრულად რეაბილიტირებული მუზეუმი მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)