07:24 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 02:45:48, 2336 ნახვა

სამართალი
აქციის დროს დაკავებული პირები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირები, ჯამში 36 მოქალაქე სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. 

მოსამართლემ მათი სასამართლო პროცესი 20 ნოემბრისთვის გადადო.

ვალერიან ფილიშვილი ლევან კაჭარავს, პაატა სოსანაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი ნადირაძის და დავით მჟავანაძის ადმინისტრაციულ საქმეს სასამართლო 13:00 საათზე განიხილავს.

გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ელგუჯა ბაგრატიონის, ლუკა ჭიჭინაძის, გიორგი ბუნტურისა და ზუკა ბერძენიშვილის პროცესი 13:30 საათზე ჩაინიშნა, ხვიჩა ბიწაძის, ირაკლი ჩიხრაძის, რევაზ ნიჟარაძის, გოჩა მჟავანაძის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხის, დავით ბერუაშვილისა და ლევან გორგაძის პროცესი კი, 14:30 საათზე ჩატარდება.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც, რუსთაველის გამზირიდან სასამართლოში გადაინაცვლეს. ადგილზე არიან დეპუტატები ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე.
ცოტა ხსნის წინ სასამართლოში მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრო ნაზი ჯანეზშვილიც, რომელსაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა უნდოდა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics