|
2019-11-19 11:10:03, 25218 ნახვა
კულტურა
2019 წლის „წინანდლის პრემიის" ნომინანტების ვინაობა ცნობილია
ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის” ჟიურიმ - დარგობრივმა კომისიამ მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში 2019 წლის „წინანდლის პრემიის“ 24 ნომინანტი გამოავლინა.
ლაურეატები დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიაზე, 10 დეკემბერს 19:30 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამოვლინდებიან და დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან. „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 20 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. 2019 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში. წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას. წლების განმავლობაში „წინანდლის პრემიამ“ ხელი შეუწყო ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს თანამედროვე ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში. „წინანდლის პრემია 2019“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. „წინანდლის პერემიის“ მხარდამჭერებია: კომპანია „ბადაგონი“, „ლიბერთი ბანკი", კომპანია PSP და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე". პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)