2019-11-18 23:29:27, 1706 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იშლებიან - აქცია ხვალ განახლდება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იშლებიან. პროტესტის გაგრძელება ხვალიდან იგეგმება, ჯერ სასამართლოსთან, შემდეგ ისევ პარლამენტის შენობასთან.
"დღეს წავაგეთ და წავედით ჭრილობები მოვიშუშოთ, ხვალ 10-ზე სასამართლოსთან და 7-ზე აქციაზე პარლამენტთან", — მიმართა მოქალაქეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა.მისი თქმით, ჯერჯერობით სხვა სამომავლო გეგმებზე საუბარი ნაადრევია. დიღმელაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი აქციის შემდეგ მოძრაობა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კონსულტაციებს გამართავს.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი აცხადებს, რომ “სირცხვილიას” წვრები ახლა შეხვდებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, თუმცა მხოლოდ მათ, ვინც მისი თქმით, გუშინდელი ღამე პარლამენტთან გაათიეს, დღეს კი მათთან ერთად იბრძოდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,