03:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 19:50:09, 1696 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი - მაჟორიტარული სისტემა უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას

„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ განაცხადა, მე საჯაროდ ვამბობდი, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა, რადგან ეს უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პროპორციული სისტემის კანონპროექტთან დაკავშირებით, დეპუტატებმა გადაწყვეტილება თავისი სინდისის შესაბამისად მიიღეს და ამის გამო, რევოლუციაზე საუბარი გაუგონარია.

„პროპორციული სისტემა, მაჟორიტარული სისტემა იქნება, ნახევრად მაჟორიტარული თუ ნახევრად პროპორციული, ყველა არის კანონიერი, კონსტიტუციური და აპრობილრებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვყენებში და ყველაზე დემოკრატიული ქვენებიც სწორედ ამ სისტემით არის. ასე რომ აქ იმაზე საუბარი, თითქოს რაღაც დემოკრატიას შევეხეთ ან დემოკრატიას შეხვეხეთ, არასწორია. უბრალოდ რახან შევპირდით ცუდია, რომ ეს დაპირება არ შესრულდა. მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის წევრებმა იმოქმედეს თავისი სინდისის შესაბამისად და თქვეს, რომ ისინი ხმას აძლევენ იმას, რაც მათი აზრით არის სწორი, ამის გამო ვიღაცამ დაიწყოს რევოლუციაზე ლაპარაკი, ეს არის გაუგონარი. თუ პირადად ჩემი აზრიც გაინტერესებთ, მე მაშინაც კი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმამაღლა განაცხადა, რომ დიახ, ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, მე საჯაროდ ვამბობდი, რომ მე მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება იქნება შეცდომა, იმიტომ რომ ეს უფრო მეტად შეესაბამება საქართველოს ისტორიულ მოწყობას. ჩვენი მხარეები, კუთხეები, იმსახურებს იმას, რომ მათ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics