|
2019-11-18 14:45:07, 1145 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: ივანიშვილი თავისი კალაძეებით და „შაიკით“ საერთაშორისო იზოლაციაშია
„ივანიშვილი თავისი კალაძეებით და „შაიკით“, რომელიც დარჩა მას, არის მარტო და საერთაშორისო იზოლაციაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ მუხლი, რომელიც მოიყვანა შსს-მ ვერ იქნება გამოყენებული საპროტესტო აქციზე. მანვე დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ფორმალურად დაწერილ კანონსა და სიტყვას ფასი აღარ აქვს. „მუხლი, რომელიც მოიყვანა შსს-მ მარტო მათ შეესაბამება, იმიტომ რომ მათ მოქმედებაზეა საუბარი და შესაბამისად ვერ იქნება გამოყენებული აქ. რა მნიშვნელობა აქვს რას წერენ კანონებში, საქართველოში, „ქართული ოცნების’ პირობებში ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ ფორმალურად დაწერილ კანონსაც და სიტყვას ფასი აღარ აქვს. პრაქტიკულად ივანიშვილი თავისი კალაძეებით და „შაიკით“ რომელიც დარჩა მას, არის მარტო და საერთაშორისო იზოლაციაში. დაგვიჭერენ?! მით უარესი მათთვის. დაგვარბევენ?! მით უარესი მათთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)