20:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-17 21:11:08, 1775 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან ვითარება დაიძაბა

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელებთან, სადაც კარვებია გაშლილი, ავტომანქანით ქვიშის შეტანა უნდოდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. აღნიშნულს სამართალდამცველებსა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას შორის სიტყვიერ დაპისირპიება მოჰყვა.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს და აღნიშნეს, რომ ქვიშის შეტანის შესაძლებლობას მისცემენ, თუმცა არა ავტომობილით.

როგორც უგულავამ განმარტა, ქვიშის ტომრები ადგილზე განლაგებული კარვების გასამაგრებლად სჭირდებათ.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმედგ“ მიმდინარეობს. აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი. ცოტა ხნის წინ მათ პარლამენტის ჭიშკრებს ბოქლომები დაადეს, შემდეგ კი, ადგილზე კარვები გაშალეს და განაცხადეს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.

საპროტესტო აქციის გამო, დილიდან როგორც პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე, ასევე მთავრობის ადმინისტრაციასთან და „ქართულო ოცნების“ ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული. ამასთან, პარლამენტის ეზოში და შენობაში განლაგებულია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფი, რომელიც სპეციალური ეკიპირებით არის აღჭურვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics