10:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 18:47:29, 2050 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: კიდევ ერთი უტიფარი სიცრუეა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

„ეს არის კიდევ ერთი უტიფარი სიცრუე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მმართველი გუნდის დღევანდელ განცხადებებს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გაუგებარია, რა არგუმენტების საფუძველზე აცხადებს ხელისუფლება, რომ ამ მოდელზე მსჯელობა შეუძლებელია.

„გვითხრან რაში ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ის მოდელი რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ სწორედ მორგებულია ჩვენც კონსტიტუციაზე. დიახ, გერმანიაში არ არის ფიქსირებული რაოდენობა, მაგრამ ჩვენთან არის, თუ ამ დეტალს გულისხმობენ, მაგრამ ამასაც არ იძახიან. ვთხოვ ყველას, ბატონ ვოლსკის და ამ ბრძენ, დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს ივანიშილს რომ აუჯანყდნენ მათ შორის იმათ, კითხონ, რას გულისხმობენ კერძოდ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელისუფლებას არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება მოსთხოვეს. როგორც მათ განმარტეს, ეს გულისხმობს იმას, რომ მაჟორიტარები იქნებიან, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იმდენ ადგილს მიიღებს, რამდენ ხმასაც მოაგროვებს მთელ ქვეყანაში. დღეს გამართული საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მოდელზე მსჯელობა შეუძლებელია, რადგან ის ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics