|
2019-11-15 22:40:06, 11892 ნახვა
პოლიტიკა
კონსულტაციები დასრულდა - ოპოზიცია არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს
ოპოზიციური პარტიების ლიდერები დროებითი მთავრობის მიერ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ეს მოდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად ყველაზე სწრაფი გზაა. „ოპოზიციის გაერთიანება და გზავნილი არის იმაზე, რომ უნდა იყოს ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ნებისმიერი გზა, რომელიც აქამდე მიგვიყვანს, არის მისაღები მთელი სპექტრისთვის. თუმცა, როც გვეკითხებიან, სწრაფად როგორ შეიძლება გაკეთდესო, ყველაზე სწრაფი გზა არის 76 ხმით ე.წ. გერმანული მოდელი, სადაც მაჟორიტარები არსებობენ, მაგრამ ჯამში ყველა პარტია იმდენ ადგილს იღებს, რამდენ ხმასაც მიიღებს მთელ ქვეყანაში. ამიტომ ბუნებრივია, ამ პარტიებისთვის ნებისმიერი გზა, რომელიც მოგვიტანს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, არის მისაღები და გერმანული მოდელი არის ყველაზე სწრაფი გზა ამისთვის. თან კიდევ უფრო შიშვლდება ივანიშვილის უტიფარი სიცრუეა. ხომ დადგა სპექტაკლი, რომ მაჟორიტარები აუჯანყდნენ თურმე და ვერ შეაგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ახლა ჭირდება 30-35 ხმა, დანარჩენი ოპოზიციას აქვს და სამ კვირაში შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი. მე არ ვამბობ, რომ ის ამას იზავს. ეს ყველაფერი მან ჩაშალა იმიტომ, რომ ეშინია პროპორციული არჩევნების, მაგრამ საზოგადოების ამოცანაა, მას დავანახოთ, რომ შეუძლებელია ეს ასე გაუვიდეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია დღეს ისეთი ერთიანია, როგორიც არასდროს. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები - ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით, გერმანული მოდელი გვაძლევს პირდაპირ ამის მექანიზმს და ახლა ვეღარაფერს მოიგონებს ბიძინა ივანიშვილი. საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ვადამდელი არჩევნები და ახალი მთავრობა, ტექნიკური მთავრობა. იმიტომ, რომ გახარიას და ივანიშვილს აქვთ ნულოვანი ნდობა, აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს გერმანულ მოდელს. ეს არ არის მარტივი ბრძოლა, მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)