19:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 21:57:12, 1972 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, ინციდენტი მოხდა.

მოქალაქე, გიორგი ქუჩულორია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან მივიდა და „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა შეახსენა, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა.

აღნიშნული შემდეგ, ქუჩულორია სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„არ ვიცი რატომ მაკავებენ, მივედი უგულავასთან, შეკითხვა დავუსვი, თუ ახსოვდა თავიანთი 9 წლიანი რეჟიმი. ვკითხე რისთვის იბრძვი-თქო, თავისუფლებისთვისო. თვითონ არის იმ 9 წლიანი რეჟიმის შემოქმედი უგულავა, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩებში ხოცავდნენ, ციხეებში სისხლს უმწარებდნენ, აწამებდნენ და დღეს გამოდის და იძახის, რომ მე ვიბრძვი თავისუფლებისთვისო“, - განაცხადა ქუჩულორიამ. 

ცნობისთვის, პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის გამო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე მეორე დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სანამ მოთხოვნა არ შესრულდება, დაშლას არ აპირებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics