10:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 18:25:55, 2370 ნახვა

კომენტარი
კალაძე მის მიერ ნინო წილოსანზე ზეწოლის შესახებ უგულავას განცხადებას „აბსურდულს“ უწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე, მის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნინო წილოსანზე ზეწოლის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას „აბსურდულს“ უწოდებს.

კალაძის თქმით, როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანი, კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებში ჩართული იყო, თუმცა ზეწოლა არავის მიმართ არ განუხორციელებია.

„არ ვიცი რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი გიგი უგულავას აბსურდულ ბრალდებაზე. ჩვენი ხელისუფლების უბედურება არის ის, რომ ისეთი ქურდბაცაცა ადამიანები, როგორიც იყო გიგი უგულავა, რა დღეში ჩააგდო ქალაქი, ამას დღეს ვიმკით. ადამიანმა, რომელმაც მოიპარა 50 მილიონი და დღეს გარეთ დადის, თუ რატომ და რისთვის, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ის ალბათ თავისი გადმოსახედიდან და თავისი მესინჯერიდან უყურებს ყველაფერს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. მე ვარ პარტიის გენერალური მდივანი და რა თქმა უნდა, კონსულტაციებში და მოლაპარაკებებში ვიყავი ჩართული იმ მიზნით, რომ შეგვძლებოდა არსებული სისტემის ცვლილება განგვეხორციელებინა. თუმცა, როგორც ნახეთ ეს შედეგი არ დადგა და მოხდა ის რაც მოხდა. ამდენი ხანია პოლიტიკაში ვარ და ერთი ადამიანი მაინც მითხარით, თუნდაც განსხვავებული აზრის ადამიანების მიმართ ჩემი თანამდებობა ბოროტად გამომეყენებინოს, ვინმესთვის არასწორად მიმემართოს, არასწორად მქონდეს კომუნიკაცია, ვინმე დამეჩაგროს ან ა.შ. ერთსაც ვერ დამისახელებთ ასეთს", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს გიგი უგულავამ განაცხადა, რომ დეპუტატი ნინო წილოსანი კახა კალაძემ „აკაჩავა" და აიძულა, პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის მხარი არ დაეჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics