10:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 15:37:54, 1629 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება, მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

„ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდების გამო ოპოზიციური პარტიების პროტესტს.

მან 2012 წლის არჩევნები გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების შეცვლა ამავე საარჩევნო სისტემით შეძლო.

„არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი. შეგახსენებთ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, არა თუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს როდესაც ვსმჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics