2019-11-15 12:06:24, 1270 ნახვა
პოლიტიკა
ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს
ფრაქცია „კონსერვატორის“ დეპუტატებმა ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს - ამის შესახებ მათ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„გუშინდელი გადაწყვეტილება როგორც პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. ამიტომ, მე ზვიად ძიძიგურმა მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ უმრავლესობას“, - განაცხადა ძიძიგურმა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, ფრაქცია „კონსერვატორების“ სხვა წევრები ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის 9 დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, თამარ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები დატოვეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,