2019-11-15 11:34:51, 1768 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის სახლი პიკეტირებულია - პოლიციამ 4 პირი დააკავა
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან ადგილობრივი მოსახლეობა პროპორციული სისტემის ჩაგდებას აპროტესტებს.
მთავრობის სახლის შესასველი სამართალდამცველების მიერაა პიკეტირებული.
აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტმა გუშინდელი გადაწყვეტილებით და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით, საზოგადოებას სილა გააწნა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ადგილზე 4 პირი დააკავეს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებული (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
"აჭარის" ტელევიზიის ფოტო
ავტორი: ექსპრესნიუსი,