19:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 11:02:54, 930 ნახვა

საზოგადოება
კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები მარტინ სკორსეზეს ფილმებით გრძელდება

კინოთეატრ „ამირანში", თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკის სერიები გრძელდება. კინოკოლექციის მარათონი 16 ნოემბრიდან მარტინ სკორსეზეს ფილმებით გაგრძელდება.

აფიშა:

  • 16 ნოემბერი - „ტაქსის მძღოლი"
  • 17 ნოემბერი - „ცოფიანი ხარი"
  • 22 ნოემბერი - „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება"
  • 23 ნოემბერი - „მაგარი ბიჭები"
  • 24 ნოემბერი - „კომედიის მეფე"

16 ნოემბერს, ფილმის დაწყებამდე, 20:30-ზე სკორსეზეს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე რეჟისორი დავით გაბუნია ისაუბრებს.

კინოთეატრ „ამირანისა" და თიბისი სტატუსის თანამედროვე კინოკლასიკის პროექტის ფარგლებში ეკრანი უკვე დაეთმო კვენტინ ტარანტინოს, ვუდი ალენისა და სტენლი კუბრიკის შემოქმედებას.

ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი და სხვა.

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონემენტის კი - 50 ლარი.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას tkt.ge-ზე 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics