10:49 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 20:38:37, 1715 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - მიზნის მისაღწევად ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ქუჩის რადიკალურ ინსტრუმენტებს

„მიზნის მისაღწევად ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ქუჩის რადიკალურ ინსტრუმენტებს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას ვადამდელი პროპორციული არჩევნები სჭირდება, რომელსაც გარდამავალი მთავრობა ჩაატარებს.

 „ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანდება რომ ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანა დააყენა უფრსკულის წინაშე. საჭიროა ერთიანი მოქმედება, რომ დავასრულოთ ის რეჟიმი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის მტრული რეჟიმი. ყველანი ვუერთდებით იმ საპროტესტო აქციას, რომელიც მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე, მოთხოვნა არის ვადამდელი და პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის ქუჩის რადიკალურ ინსტრუმენტებს, მიზნის მისაღწევად. ის რაც ქვეყანას სჭირდება, არის ვადამდელი პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. ეს არ არის პარტიების პრობლემა, რაც ივანიშვილმა გააკეთა ეს არის მთელი საზოგადოების პრობლემა და რეაქციასაც უნდა ელოდეს მათგან, რაც მიიღო კიდეც“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს. მოქალაქეების პროტესტი პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. მომიტინგეების სიმრავლის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics