|
2019-11-14 12:34:32, 1021 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდებთ, შეეშვით ამ სპექტაკლის გაგრძელებას, რომელიც, როგორც ჩანს, მრავალსერიანია
„ეს სპექტაკლი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დადგმული, მიზნას ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ემსახურება გამოსავლის მოძებნას, თუ როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. ხაზარაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სრული პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქვეყნის მომავალს და შეასრულოს დაპირება, რომელიც დიდი პროტესტის ფასად იქნება მოპოვებული. "20 ივნისის მოვლენების შემდეგ, საქართველოში ახალგაზრდებისა და საზოგადოების პროტესტის შედეგად ჩვენ მივიღეთ დაპირება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ. ბოლო 3 დღეა ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს ამ საკითხის სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს სპექტაკლი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დადგმული და არის სრული ფარსი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ემსახურება ისევ და ისევ გამოსავლის მოძებნას, თუ როგორ შეინარჩუნოს „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება. გვინდა მთელი პასუხისმგებლობით მოგიწოდოთ, რომ შეეშვათ ამ სპექტაკლის გაგრძელებას, რომელიც, როგორც ჩანს, მრავალსერიანია. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიეცით ქართულ საზოგადოებას, ნუ ეთამაშებით ცეცხლს, რამეთუ ყველაფერი ეს შეიძლება დამთავრდეს ძალიან ცუდად, პირველ რიგში, თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ქვეყანაში შეიძლება შეჩერდეს დემოკრატიული პროცესების განვითარება და ჩვენ შეიძლება მივიღოთ სერიოზული ქაოსი არა მარტო პოლიტიკური, არამედ სხვა ქაოსიც. ამიტომ მოგიწოდებთ, კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, დემოკრატიულ განვითარებას და შეასრულოთ ის დაპირება, რომელიც იქნა მოპოვებული დიდი პროტესტის, ზარალის და ადამიანების ჯანმრთელობისა და მდგომარეობის ფასად",- განაცხადა "ლელოს" ლიდერმა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)