23:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 11:56:29, 942 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ დაუშვილი: ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობაა, იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით

„ბიზნესომბუდსმენის მთავარი მანდატი და პასუხისმგებლობაა, იყოს მთავარი მხარდამჭერი ბიზნესის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის კუთხით“, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ დაუშვილმა პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყანაში არსებულ  მთავარ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის დიდი პატივი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. დღეისათვის ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და ჩვენი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. ამ მიზნის მიღწევა არის შეუძლებელი ბიზნესის განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე. შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის მთელი აპარატის მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ უსწრაფესად წამოვწიოთ ყველა ის პრობლემა, რომელიც აქვს ბიზნესს. შევხვდეთ ყველა სახის ბიზნესს, მსხვილს, საშუალოსა და მათ შორის მცირე ბიზნესს განსაკუთრებით. გავიაზროთ და გავიგოთ ის პრობლემები, რაც მათ აქვთ სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესში და დავეხმაროთ უსწრაფესად ამ პრობლემების გადაჭრაში", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics