2019-11-14 10:34:00, 1108 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი: დავუპირისპირდები ნებისმიერ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება მეტი შანსი, ვიდრე დღეს აქვს
„დავუპირისპირდები ნებისმიერ საარჩევნო სისტემას, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება მეტი შანსი, ვიდრე დღეს აქვს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყავალაშვილმა დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გარკვეული რისკების შემცველია.
„მე დავუპირისპირდები ნებისმიერ სისტემას, სადაც ნებისმიერი სახით „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება მინიმუმ იმაზე მეტი შანსი, რაც დღეს აქვს. მაგრამ პირიქითაც, მე თუ დავრწმუნდები, ან ვინმე ჩემი კოლეგა დამარწმუნებს იმაში, რომ ეს არ მოხდება და შემცირდება მათი რაოდენობა, მაშინ მივიღებ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ყაველაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,