|
2019-11-14 10:06:18, 2329 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება
14 – 15 ნოემბერს თბილისში სათემო ინტერნეტის ქსელების ევროპული სამიტი გაიმართება, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება. სამიტის ორგანიზატორია გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია ინტერნეტ საზოგადოება (ISOC), ხოლო მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია (TOA). ევროპული სამიტის ჩატარების ადგილად საქართველო შეირჩა იმ წარმატებული პროექტების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს მთიანეთში სათემო ინტერნეტით დაფარვას შეეხება. ინტერნეტმა თუშეთში ხელი შეუწყო ტურიზმის განვითარებას. დღეს ინტერნეტი თუშეთის ოთხივე ხეობაშია ხელმისაწვდომი. სამინისტროს მხარდაჭერით ასევე დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფშავის, ხევსურეთის, არხოტის, შატილის და არდოტის, ასევე გუდამაყარის ხეობები ინტერნეტით დაიფარება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გამოცდილებას და ქვეყანაში სათემო ქსელების განვითარების პოლიტიკას სამიტის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმობა. მსოფლიოში სათემო ინტერნეტ ქსელები ბოლო რამდენიმე წელია რაც შეიქმნა, როგორც რთულ მაღალმთიან გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში მდებარე დასახლებული პუნქტების ინტერნეტით უზრუნველყოფის იაფი, სათემო საზოგადოებაზე ორიენტირებული გზა. სათემო ინტერნეტიზაცია გულისხმობს ადგილობრივი თემის მიერ შექმნილ ინტერნეტ ქსელს, რომლის მთავარი პრინციპია, რომ თავად თემი განკარგავდეს შექმნილ ინტერნეტ ქსელს და წარმოადგენდეს მის საკუთრებას. აღნიშნულ მოდელში სახელმწიფოს, მისი უფლებამოსილებისა და შესაძლებლობის ფარგლებში, მსგავსი პროექტის ხელშეწყობისა და მხარდაჭერის როლი ეკისრება. მათ შორის, ფინანსური კონტრიბუციით, კონსულტაციებით, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ა.შ. საქართველოს მთავრობამ სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებას აღნიშნული პრინციპების დაცვით მხარი დაუჭირა. სამიტის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივი მონაწილეების მიერ განხილული იქნება სათემო ინტერნეტ ქსელების განვითარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ტექნოლოგიები, საუკეთესო პრაქტიკები, სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები, ინფრასტრუქტურის გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრი და სხვა.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)