2019-11-13 16:00:20, 1499 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ
მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები მოქალაქეებს დღეს 19:00 საათზე, პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ მიიღებენ, ყველაფერს გააკეთებენ რათა მთავრობას მათი ხმა მიაწვდინონ.
"ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა მოვახდინოთ ორგანიზება, რომ 19:00 საათისთვის პარლამენტთან რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს, რადგან ხმა უნდა იყოს მაღალი. ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილს აშინებს, ეს არის თავისი ქონების დაკარგვა და ბევრი ხალხი, რომელიც მის წინააღმდეგაა. სანამ არ მივიღებთ ჩვენთვის ნანატრ პროპორციულ არჩევნებს, დავიწყებთ პიკეტირებასაც, დიდ აქციებსაც და ვიქნებით ყველგან, სადაც შევძლებთ, რომ მივაწვდინოთ ხმა უსინდისო მთავრობას", - განაცხადა მაქარაშვილმა.
ნათია ბერულავა
ავტორი: ექსპრესნიუსი,