16:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 15:39:23, 1701 ნახვა

საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად კიდევ 45 ოჯახს გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

კერძოდ, საცხოვრებელი ფართები თამარაშვილის N38-ში მცხოვრებ შვიდ ოჯახს, ჭიჭინაძის N12-ში მცხოვრებ სამ ოჯახს, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ მცხოვრებ 13 ოჯახს, გახოკიძის N8-ში მცხოვრებ ოთხ ოჯახს, გლდანის პირველ მიკრორაიონში, 3 ბ-ში მცხოვრებ 17 ოჯახს, მესამე მასივის ზემო პლატოზე, N42 კორპუსში მცხოვრებ ერთ ოჯახს დაუკანონდება. 

„ძალიან კარგად ვიცი თუ რამხელა სიხარული და ბედნიერებაა ეს. ჩვენ ვხვდებით ამ ადამაინებს და სიმბოლურ ფასად გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს, რასაც ისინი წლების განმავლობაში ელოდებოდნენ, ითხოვდნენ და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით დაწყებული პროექტი გრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics