21:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 14:39:10, 885 ნახვა

პოლიტიკა
„პროპორციული სისტემა ვერ უშველის დემოკრატიის განვითარებას, სანამ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული“ - კარლო კოპალიანი

„გადმოიღონ ეს თაროზე შემოდებული ქეისები და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, კეთილი ინებონ და პასუხი აგონ. არადა, სხვა შემთხვევაში, ნამდვილად დგება კითხვა, ღირს თუ არა ამ დაუნახავ პოლიტიკურ სპექტრში მივიღოთ ხელისუფლებისთვის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება",- ამის შესახებ პარლამენრტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.  
როგორც მან აღნიშნა, ვერავითარი პროპორციული სისტემა ვერ უშველის დემოკრატიის განვითარებას, სანამ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები და ამ რეჟიმის შემქმნელები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული:
„გამომსვლელებს რომ ვუსმენ, ოპონენტები მყავს მხედველობაში, მგონი, ისეთი პათოსით და გონორით გვესაუბრებიან, ვისაც გადაწყვეტილი აქვს აღნიშნულ ცვლილებაზე ხმის მიცემა, იმათაც გადაიფიქრონ. ამიტომ, მე ვიქნები პირდაპირი - სამართლიანობა და დემოკრატიული ცხოვრება, პირველ რიგში, მოითხოვს სამართლიანი სახელმწიფოს შენებას, რომელიც, თავისთავად, გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას და ყველა იმ ფუნდამენტური ღირებულებების წინ წამოწევას, რომელიც საჭიროა ქვეყნის სრულყოფილი განვითარებისთვის. მაგრამ, ამასთან ერთად, მოითხოვს სამართლიან საზოგადოებას, ასევე, მოითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ასევე მოითხოვს იმ ადამიანების დასჯას, ვინც დააზარალა ჩვენი მოქალაქეები და იმ სისტემის სამართლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობდით, ეს მოითხოვს წართმეულის დაბრუნებას, უფლებების აღდგენას. მაინტერესებს, ზუსტად ამის გამო ვკარგავთ ჩვენ მხარდამჭერებს და იმის გამო, რომ ასეთი გონორით გველაპარაკებიან დღეს ზოგიერთები. ვერავითარი პროპორციული სისტემა ვერ უშველის დემოკრატიის განვითარებას, სანამ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები და ამ რეჟიმის შემქმნელები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემული. ეს ადამიანები სატელიტურ თეფშებს აპატიმრებდნენ. რა გახდა, ვისაც ევალება, გადმოიღონ ეს თაროზე შემოდებული ქეისები და ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, კეთილი ინებონ და პასუხი აგონ. არადა, სხვა შემთხვევაში, ნამდვილად დგება კითხვა, ღირს თუ არა ამ დაუნახავ პოლიტიკურ სპექტრში მივიღოთ ხელისუფლებისთვის ძალიან სარისკო გადაწყვეტილება",- განაცხადა კარლო კოპალიანმა. 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics