21:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 14:26:10, 898 ნახვა

პოლიტიკა
„ეშმაკი დეტალებშიაო, ესაა ყველაზე უარესი მოლოდინი, რაც შეიძლება მაჟორიტარულ ბუნტს მოჰყვეს“ - მამუკა კაციტაძე

„როგორც იტყვიან, ეშმაკები დეტალებშიაო, შეიძლება გარკვეული ტრანსფორმირება მოხდინონ კანონპროექტში, ესაა ყველაზე უარესი მოლოდინი“, - ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ „მედიაცენტრ მტავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, თუმცა, შესაძლოა, მმართველმკა გუნდმა კანონპროექტში დეტალები შეცვალოს:

„რა თქმა უნდა კანონპროექტი გავა. 2020 წლის არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და არა მაჟორიტარული წესით. თუმცა, გამორიცხული არაა, დარღვეულ მოდიფიკაციასთან გვქონდეს საუბარი „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანონპროექტისა. შესაძლოა, სახე იცვალოს ამ კანონპროექტმა. კანონპროეტის ფაბულა შეიძლება დატოვონ არა ტრანსფორმირებულად, მაგრამ როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშიაო, შეიძლება გარკვეული ტრანსფორმირება მოხდინონ. ესაა ყველაზე უარესი მოლოდინი, რაც შეიძლება მოჰყვეს გუშინდელ მაჟორიტარულ ბუნტს,“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics