00:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 19:09:00, 443 ნახვა

პოლიტიკა
დონალდ ტუსკი: ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას

 ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იგი ხვალ ადმინისტრაციულ საზღვარს ეწვევა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

„ჩვენი მოლაპარაკების ფარგლებში ასევე განვიხილეთ რთული რეგიონალური და საერთაშორისო კონტექსტი. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენ გვინდა მაქსიმალურად ავამუშაოთ დიპლომატიური ძალისხმევა, რათა მიღწეულ იქნას გადაწყვეტილება. ხვალ მე ვეწვევი ევროკავშირის სადამკვირვებლობო მისიას და ადმინისტრაციულ საზღვარს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთთან, რათა კიდევ ერთხელ შევაფასო სიტუაცია ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დავადასტურო, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ვიმყოფები, იმიტომ რომ თქვენი ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შეიძლება ევროპა არ გაძლევთ ყველაფერს, რისი მიღების სურვილიც გაქვთ, მაგრამ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს და თუ შეადარებთ სხვა მეგობრებს ევროპას, ალბათ ხვდებით რასაც ვგულისხმობ. დამერწმუნეთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომლის თვალსაზრისით გვინდა საქართველოს გვერდზე ვიყოთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics