20:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 10:35:10, 1146 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: პროპორციული სისტემა ქვეყნას საფრთხეს უქმნის, თანამოაზრეები არიან იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ

„პროპორციული სისტემა ქვეყნას საფრთხეს უქმნის, თანამოაზრეები არიან იმაზე მეტი, ვიდრე იყო გუშინ“, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ 2016 წელში ჰქონდა და მას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებ გუშინ არ მიუღია.

როგორც მან აღნიშნა, კომპრომისზე ორჯერ წავიდა.

„არ მინდა, საკითხი დადგეს ისე, რომ დავიწყოთ ხმების რაოდენობით გუნდში ჭიდაობა. მინდა, რომ საკუთარი გუნდი დავარწმუნო და ის საფრთხეები ვაჩვენო, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რაც მთავარია, დავარწმუნოთ პარტიის თავმჯდომარე, რომ ეს გადაწყვეტილება ხიფათის შემცველია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატები ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics