|
2019-11-12 16:45:27, 1252 ნახვა
პოლიტიკა
ლურსმანაშვილი კაციტაძეს: კარგად ვიცით, რომ საარჩევნო ბარიერი „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია
"ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის - „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი, რომ მან აიკიდოს, ისევე როგორც აქამდე ჰყავდა აკიდებული, ისეთი პარტიები, საიდანაც ორ პირსაც ვერ დაასახელებთ", - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მისი თქმით, ურეიტინგო და ფულზე ორიენტირებული პარტიები მთელი ამ დროის განმავლობაში ორიენტირებული იყვნენ საეთერო დროის დათმობაზე, არჩევნების ფინანსების გამოყენებაზე და „ჩაყვინთული" „ნაციონალური მოძრაობის" ქებაზე. „ბატონო მამუკა, თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტში, ძირითადად რაც გამოკვეთილი გაქვთ, ეს არის ბლოკების საკითხი. უმრავლესობამ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, სადაც ნულოვანი ბარიერი გვაქვს წარმოდგენილი. ცხადია, ნულოვანი ბარიერი ემსახურება სწორედაც, პარტიების მიერ მანდატების მოპოვებას და ეს არის შესაძლებლობა მათი პარტიული მიმართულებით განვითარების, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ბარიერზე საუბრობთ, ვის ინტერესებშიც შედის, ეს ხომ კარგად ვიცით. ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის - „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესი, რომ მან აიკიდოს, ისევე როგორც აქამდე ჰყავდა აკიდებული, ისეთი პარტიები, საიდანაც ორ პირსაც ვერ დაასახელებთ", - განაცხადა ლურსმანაშვილმა. მისივე თქმით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის წარმოდგენის შემდეგ განვითარებული პროცესი გარკვეულწილად „უმადურობას" ემსგავსება. „რაც შეეხება თქვენს დამოკიდებულებას. როცა ჩვენ. უმრავლესობამ გადავდგით ეს ნაბიჯი, შემოვედით ინიციატივით, ამის შემდგომ გარკვეულწილად უმადურობაც ხომ არ არის ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება. ეს პროცესი უმადურობის გამოხატულება ხომ არ არის იმიტომ, რომ აქ მე მყავს კოლეგები, მაჟორიტარები, რომლებსაც თავის მაჟორიტარულ ოლქში იმაზე მეტი ხმები აქვთ დაგროვებული, ვიდრე ახლა სჭირდება კონკრეტულ პარტიას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ მანდატი მიიღოს. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა, რა შეთავაზება უნდა გააკეთოს პარტიების განვითარებისა თუ პარტიული სისტემების განვითარებისთვის, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ 0.04 % რეიტინგის მქონე პარტიების დანიშნულება. ამიტომ, ცხადია, როდესაც ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი და მაჟორიტარების უმრავლესობა ვფიქრობთ სწორედაც, ქვეყნის განვითარებისათვის და პარტიული სისტემების გაძლიერებისათვის გადავდგათ ნაბიჯი, ამ დროს ნუ დაგვაკარგვინებთ ხალისს, რომ მართლაც უარი ვთქვათ იმ შემოთავაზებაზე რომელიც გაგვაჩნია", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)