16:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 16:39:26, 1059 ნახვა

საზოგადოება
N117 ბაგა-ბაღის ეზოში 160 ძირი მარადმწვანე ნერგი დაირგო

თბილისის N117 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. მიმდებარე ტერიტორიაზე ლეილანდის კუპრესო ციპარისის 160 ნერგი დაირგო. 

გამწვანების ღონისძიებას აღსაზრდელებთან ერთად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე შეუერთდნენ. 

N117 ბაგა-ბაღი შარტავას ქუჩაზე, გზის პირას მდებარეობს, სადაც საავტომობილო მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია. შესაბამისად, ბაღების სააგენტომ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის სამსახურთან კონსულტაციის შედეგად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთგვარი „მწვანე კედლის“ მოწყობა დაგეგმა. 

„თბილისის 117-ე ბაგა-ბაღთან საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგანაც შენობა გზის პირას - განსაკუთრებული ინტენსივობის მოძრაობის მქონე ქუჩაზე მდებარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ლანდშაფტი სხვა საშუალებას არ გვაძლევს, გადავწყვიტეთ, მარადმწვანე ნერგები დაგვერგო, რომელიც რამდენიმე წელიწადში ქუჩასა და ბაღის ტერიტორიას შორის ერთგვარ გამყოფ ხაზს წარმოქმნის, რაც არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ. 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics