|
2019-11-12 14:43:20, 1376 ნახვა
პოლიტიკა
ძიძიგური სამადაშვილს: მე რომ თქვენ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?
„მე რომ თქვენ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, მოგეწონებათ?“, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს, რომელმაც პარლამენტის უმრავლესობის წევრებს, პლენარულ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის გოშიები უწოდა. ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის წევრებს პოლიტიკური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდა. „ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწონდა ივანიშვილის გოშიები. სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, ერთმანეთის კოლეგები ვართ, მე, რომ თქვენ ახლა სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? ასეთი მიმართვა კოლეგასტან შეიძლება? პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ არ დასრულდება. ყველამ გავითვალისწინოთ, რომ ის რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ, ამის ვალდებულება ყველას გვაქვს“, - განაცხადა ძიძიგურმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)