|
2019-11-12 12:57:33, 1125 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი: მე არ ვუჭერ მხარს დახურულ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას
„მე არ ვუჭერ მხარს დახურულ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. თუ ჩვენ გადავალთ ამ საარჩევნო სისტემაზე, ჩვენ არ გვეყოლება მომავალში ნორმალური ხელისუფლება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პარლამენტის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. მისი თქმით, პარლამენტის არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს ამ კანონპროექტს მხარს, თუმცა მათ გადაწყვეტილება შესაძლოა გუნდური თამაშის წესების გათვალისწინებით მიიღონ. „მე არ ვუჭერ მხარს დახურულ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. გუშინწინ იყო ესპანეთში მორიგი რიგგარეშე არჩევნები, ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერც ერთმა პარტიამ. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. ჩვენც მომავალში არ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, როდესაც ჩვენ გადავალთ ამ საარჩევნო სისტემაზე. არც ერთი მაჟორიტარი არ უჭერს ამას მხარს, მაგრამ შეაძლებელია მათ მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რადგან გუნდური თამაშის წესებს ითვალისწინებენ“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა პოზიცია ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს, ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ არ იცის, არ აქვს შეხვედრები და მისი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვას იწყებს.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)