15:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 15:04:12, 1447 ნახვა

საზოგადოება
„ჩემი შვილი მოტყუებით გადაიღეს“ - ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მონაწილის მშობელს სასამართლოში სარჩელი შეაქვს

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვანის მამა, ზურაბ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მისი 10 წლის შვილი ფილმში მოტყუებით გადაიღეს.

ზურაბ ღვინიაშვილი მოითხოვს, რომ ფილმიდან ამოიღონ სცენა, სადაც მისი შვილი ფიგურირებს და მოუწოდებს სამართალდამცველებს დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვები გადაღებაზე მოტყუებით წაიყვანეს.

„მოვიდნენ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითრეს, რომ იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები. ეჭვსაც ვერ შევიტანდით, რომ ამ ფილმში იყო ასეთი სცენები. ფილმი შარშან გადაიღეს და ბავშვი 10 წლის იყო. ჩემი მეუღლეც ახლდა გადაღებაზე, თუმცა არ იცოდა, რას იღებდნენ. სარჩელი შემაქვს სამართალდამცავ უწყებაში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანა ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვნები მონაწილეობენ“, - განაცხადა ზურაბ ღვინიაშვილმა.

ფილმში გადაღებული არასრულწლოვანის მამასთან ერთად, დღეს პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

ბრეგაძის თქმით, პროკურატურისთვის მიმართვის პარალელურად, განცხადებს გაგზავნას გეგმავენ ოსკარების აკადემიაში, რათა ფილმი,  ბავშვთა ტრეფიკინგის მოტივით, ნომინანტთა სიიდან ამოიღონ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics