23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 16:24:55, 1262 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში აფეთქების შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა

თურქეთის ქალაქ სურუჯში სირიის საზღვართან, აფეთქების შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.

BBC-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქის კულტურულ ცენტრთან ახლოს მოხდა, რის შედეგადაც დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ასოციაციების ასობით წარმომადგენელი იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება ამ ეტაპზე ადგენს, იყო თუ არა მომხდარი თვითმკვლელი თავდამსხმელის ქმედებით გამოწვეული.

ქალაქი სურუჯი სირიის ქალაქ ქობანისთან ახლოს მდებარეობს. ქობანიში ბოლო რამდენიმე თვეა ქურთ სამხედროებსა და "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება ინტენსიურად მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics