15:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-11 12:20:39, 860 ნახვა

საზოგადოება
თბილისის N126 ბაღის შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია დასრულდა

თბილისის N126 ბაგა-ბაღმა 6-თვიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, აღსაზრდელები მიიღო. საბავშვო ბაღის შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო - მისი დერეფანი დარღვევით იყო ამოშენებული, რაც საფრთხეს წარმოადგენდა კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით. მძიმე მდგომარეობაში იყო სააღმზრდელო ჯგუფების ოთახები, დერეფნები და სველი წერტილები. გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტის პარალელურად, განხორციელდა შიდა სამღებრო სამუშაოებიც, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის, სახანძრო უსაფრთოებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა ბაღის ეზოს გზის საფარი, მოეწყო რამდენიმე სათამაშო მოედანი და სასეირნო სივრცეები.

საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ სააღმზრდელო წელი გასართობი ღონისძიებით განაახლა. პრეზენტაციას ესწრებოდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ასევე, რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატები.

„ჩვენ მიმდინარე წელს 11 საბავშვო ბაგა-ბაღის გამაგრება-რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტები დავიწყეთ და მათ შორის იყო N126 ბაგა-ბაღი, რომლის შენობაც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. რამდენიმეთვიანი პროექტი დავასრულეთ და დღეს ჩვენ გვაქვს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო, ნათელი ჯგუფები და სივრცეები, რომელიც აღარ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვებისთვის,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics