|
2019-11-11 11:54:39, 1138 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: წყალტუბოს განვითარება საერთო სახალხო პროექტია და ვიწყებთ მის საჯარო განხილვას
„ვიწყებთ წყალტუბოს აღორძინების პროექტის გეგმის განხილვას, გვსურს ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო, ვინაიდან პროექტის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ხოლო თვითონ პროექტიც იმდენად ისტორიული და მასშტაბურია, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს ცნობილი ყველასთვის" - ამის შესახებ ნათია თურნავამ სასტუმრო „რედისონში" წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვის დაწყებამდე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებიან. „ამ გეგმის ფარგლებში ძალიან დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას ინფორმაციას, თუ ვინ რას გააკეთებს - რა ფუნქციებს შეასრულებს სახელმწიფო, რას ვთავაზობთ კერძო ბიზნესს და ა.შ. რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი, ვინც ახალი იმპულსი შესძინა ამ პროცესს, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი საქველმოქმედო ინიციატივა, ვინც, რეალურად, ყინულმჭრელის როლს ასრულებს ამ პროცესში, მაგრამ, ვინაიდან, პროექტი თავისი მასშტაბით არის ისეთი ბუნების, რომ სცდება ერთი მუნიციპალიტეტის, ერთი კურორტის მასშტაბს და ეს არის რეალურად, საერთო სახალხო პროექტი. შესაბამისად, გვსურს ძალიან დეტალურად გაიწეროს მისი განვითარების გეგმა" - აღნიშნა ნათია თურნავამ წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვაზე მოწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს ახლებურად განვითარების საქველმოქმედო ინიციატივა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. პროექტი წყალტუბოს კურორტის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)