11:34 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 13:51:55, 634 ნახვა

სამართალი
კახა მამულაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პროდიუსერ კახა მამულაშვილს (მამულიჩას) აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
აღნიშნულის  შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიღეს. 
მამულაშვილის ადვოკატმა მისთვის 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.   
მოსამართლემ კი პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 
შეგახსენებთ, კახა მამულაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.
კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
გავრილოვის ღამის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics