00:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 12:40:57, 2292 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი „მარშის“ მუქარაზე: არ უნდა მოხდეს რაიმე ისეთის დემონსტრირება, რაც ხალხს აღაშფოთებს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ მოხდეს ისეთი საკითხების დემონსტრირება, რაც საზოგადოების აღშფოთებას გამოიწვევს“, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ფილმის „And Then We Danced“ პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ფაქტზე  სამართალდამცველების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოხდება.  

"ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო. თუკი ვინმე რაღაცა ზღვარს ცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში, კონკრეტული საკითხები მუქარა იქნება თუ ასე შემდეგ, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო", - ამბობს ოხანაშვილი. 

შეგახსენებთ, „And Then We Danced“  ლგბტ თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმია, რომლის პრემიერაც კინოთეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება. ფილმს „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის, გურამ ფალავანდიშვილის, ლევან ვასაძისა და მათი თანამოაზრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ფილმის პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავენ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics